Friday, June 11, 2010

ბათუმის ტურიზმი





გეგმა:
1.
ტექსტი
2.სურათები
3.ვიდეო
4.რუკა

ბათუმი დიდი ხანია ტურისტებს განსაკუთრებული რაოდენობით იზიდავს. თუმცა, წელს ამ ქალაქზე ნამდვილი ბუმია. ასეთი სიტუაცია დიდი ხანია ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებსაც არ ახსოვთ. განსაკუთრებულ იმედებს სომხეთზე ამყარებენ. ამ ქვეყანაში აჭარის სარეკლამო რგოლი რამდენიმე არხზე ტრიალებს. ზოგიერთმა ტურისტულმა სააგენტომ კი უკვე გახსნა ფილიალები. ქალაქში მნიშვნელოვანი ცვლილებები ადვილი შესაჩნევია. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმი დასავლეთ საქართველოს ტურისტული ცენტრია. დასვენებისა და გართობისთვის მაქსიმალური პირობებია შექმნილი.


მტირალას ბაღი


მტირალას მთა უკვე ნაციონალურ პარკად გამოცხადდა. დაწყებულია სერიოზული სამუშაოები. კოტეჯების, ტურისტული ცენტრებისა და სხვა საჭირო ობიექტების მშენებლობა.



ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქიდან საახლოებით 9კილომეტრითაა დაშორებული. ის მსოფლიოში უნიკალურია იმით, რომ აქ სხვადასხვა კლიმატური ზონის მცენარეები ერთად არის გახარებული. ბაღი 1000–ზე მეტი ვარდის სახეობითაა ცნობილი. სულ 9 ნაწილია წარმოდგენილი: აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, ახალი ზელანდია, სამხრეთ ამერიკა, ჰიმალაები, მექსიკა, ავსტრალია, ხმელთშუა ზღვა და კავკასიის სუბტროპიკები.
ყველა სეზონზე ბაღი ლამაზი სანახავია. არანაკლებ შთამბეჭდავია ხედი ბაღიდან ზღვაზე.
ბოტანიკურ ბაღში მნიშვნელოვანი ინვესტიციებია ჩადებული. მიმდინარეობს გზების განახლება და სხვა აუცილებელი სამუშაოების გატარება, რომელიც ამ ადგილის ტურისტულად საინტერესო ობიექტად გადაქცევას ითვალისწინებს.




საინტერესო ადგილები

ბათუმში ქალაქთან ახლოს ტურისტებისთვის საინტერესო უამრავი ადგილია. ჩვენ ზოგადი წარმოდგენის შექმნას შევეცდებით.
პირველი, რაც იქვე ცენტრში იქცევს ყურადღებას ბათუმის თეატრია. ის 1937 წელს გაიხსნა. თავად შენობა მეოცე საუკუნის 50-იან წლებს ეკუთვნის და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. თეატრი დღემდე სხვადასხვა წარმოდგენებს მასპინძლობა.





http://maps.google.com/maps/ms?ie=UTF8&hl=en&msa=0&ll=50.457504,31.376953&spn=35.840554,93.076172&z=4&msid=108941329530919473663.000488c2bf576f7ae3219